დაიწყო ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატების განაცხადების მიღება

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
კანდიდატი უნდა იყოს 25 წელს ზემოთ, უპარტიო, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება. კანდიდატების განაცხადებს 6 ივლისამდე მიიღებენ.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ უკვე დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისა და მისი ერთი წევრის თანამდებობებზე მსურველთა განაცხადების მიღება. ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განუცხადა.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა. ის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს. ცესკოს კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატი ამ პოსტზე უნდა იყოს 25 წელს ზემოთ, უპარტიო და უმაღლესი განათლებით, არ უნდა იყოს ნასამართლევი, წარსულში არჩევნებზე დამკვირვებელი ან გათავისუფლებული საარჩევნო ადმინისტრაციიდან.
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსი გამოაცხადა
სიმონიშვილის განცხადებით, განაცხადებს 6 ივლისამდე მიიღებენ. შემდეგ კომისიას ორი-სამი კანდიდატის შესარჩევად და პრეზიდენტისთვის წარსადგენად ორი დღე ექნება.
საკონკურსო კომისია პრეზიდენტის განკარგულებით ხუთშაბათს შეიქმნა. მასში შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართული უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები.
კანდიდატები პარლამენტს 15 ივლისამდე უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0