https://sputnik-georgia.com/20210704/saqarTveloSi-vaqcinacize-registraciis-procesi-kvlav-SeCerebulia-252206384.html
საქართველოში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია
საქართველოში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია
Sputnik საქართველო
სპეციალისტები განაგრძობენ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრას და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია. 04.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-04T11:19+0400
2021-07-04T11:19+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205377_0:0:1275:720_1920x0_80_0_0_399850db5642bd13ce79fe78705305c4.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია. სპეციალისტები განაგრძობენ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრას.„სინამდვილეში საიტი ჯერ არ ამუშავებულა. სპეციალისტებმა პრობლემის ნაწილი მოაგვარეს. თქვენ კი ხედავთ ვებგვერდს მის ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მაგრამ რეგისტრაციას ვერ ახერხებთ. ანუ ის არ მუშაობს. როდის დაიწყება რეგისტრაცია, ჯერჯერობით არ ვიცით“, - აცნობეს Sputnik-საქართველოს ცხელ ხაზზე.შაბათს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, რადგან მასზე მასირებული კიბერშეტევა განხოეციელდა. მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. იგივე მიზეზით შაბათს დაგვიანდა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.ივლისში ასევე უნდა შემოვიდეს Pfizer-ის ვაქცინა. ამგვარად, წლის ბოლომდე ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონამდე დოზე ექნება.'საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 266.161 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) 104.196 მოქალაქეა ვაქცინირებული.
https://sputnik-georgia.com/20210703/gabunia-vaqcinaciis-saregistracio-portalze-masobrivi-kiberSeteva-ganxorcielda-252201070.html
https://sputnik-georgia.com/20210703/Sss-m-vaqcinaciis-saregistracio-vebgverdze-kiberSetevis-faqtze-gamoZieba-daiwyo-252201386.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205377_0:0:1147:720_1920x0_80_0_0_cd01222dc1cfad5e9b14c6efa1934a20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია
11:19 04.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) სპეციალისტები განაგრძობენ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრას და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. პორტალ
booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია. სპეციალისტები განაგრძობენ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრას.
„სინამდვილეში საიტი ჯერ არ ამუშავებულა. სპეციალისტებმა პრობლემის ნაწილი მოაგვარეს. თქვენ კი ხედავთ ვებგვერდს მის ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მაგრამ რეგისტრაციას ვერ ახერხებთ. ანუ ის არ მუშაობს. როდის დაიწყება რეგისტრაცია, ჯერჯერობით არ ვიცით“, - აცნობეს Sputnik-საქართველოს ცხელ ხაზზე.
შაბათს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, რადგან მასზე მასირებული კიბერშეტევა განხოეციელდა. მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. იგივე მიზეზით შაბათს დაგვიანდა მონაცემების განახლება პორტალ
stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.
ივლისში ასევე უნდა შემოვიდეს Pfizer-ის ვაქცინა. ამგვარად, წლის ბოლომდე ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონამდე დოზე ექნება.'
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 266.161 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) 104.196 მოქალაქეა ვაქცინირებული.