შსს-მ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკში IT- სპეციალისტის მუშაობა
 IT- სპეციალისტის მუშაობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე კიბერშეტევა დღეს განხორციელდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები დილიდან მუშაობენ.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.
ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა. დღეს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი დილიდან არ მუშაობს, მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. იგივე მიზეზით დაგვიანდა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გაბუნია: ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა აღმოიფხვრას პორტალზე არსებული პრობლემა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
დღეს Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, ხოლო 5 ივლისიდან მთავრობა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.
 
ყველა ახალი ამბავი
0