ტყიბულში მინდელის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ

© Sputnik / STRINGERშესასვლელი მინდელის შახტში
შესასვლელი მინდელის შახტში - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
გაფიცული მეშახტეები აცხადებენ, რომ არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 200-მდე შახტის თანამშრომელი კუთვნილი ანაზღაურების 300 ლარით მომატებას ითხოვს. მეშახტეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის შესრულებამდე მუშაობას არ განაგრძობენ.
„იძულებული გავხდით, მიგვემართა პროტესტის ამ ფორმისთვის. რთულია 500 ლარით ოჯახის შენახვა, გაძვირდა ყველაფერი“, - აცხადებს შახტის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მინდელის შახტის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი დასრულებულია
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტაში თანამშრომლები მიმდინარე წლის თებერვალშიც გაიფიცნენ. მაშინ კომპანიის თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურების სრულად მიღებას მოითხოვდნენ და უარს აცხადებდნენ შახტიდან ამოსვლაზე.
დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.
ყველა ახალი ამბავი
0