საქართველოში 5G ქსელის განვითარების მიზნით ტენდერი გამოცხადდება

© photo: Sputnik4G მობილური კავშირის ანტენები
4G მობილური კავშირის ანტენები - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას 15 წლის ვადით დროებით სარგებლობაში საჭირო სიხშირული რესურსი გადაეცემა.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოში 5G ქსელის განვითარების მიზნით აუქციონის გამართვას გეგმავს, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
მეოთხე თაობის (4G) მობილური ქსელების 10-წლიანი კომერციული გამოყენების შემდეგ აბონენტებს 5G ტექნოლოგიის მოსინჯვის შესაძლებლობა მიეცემათ.
სმარტფონი Xiaomi  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გაძვირდება თუ არა საქართველოში ტარიფები მობილურ კავშირზე – სახელმწიფო რეგულირებას აუქმებს
კომისიის მონაცემებით, უკვე გამოყოფილია სიხშირული რესურსი, გაანგარიშებულია აუქციონის საწყისი ფასი და დადგენილია მისი პირობები. კომისიის განცხადებით, კომპანიებმა თავად უნდა მოიზიდონ ინვესტიციები 5G ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დანახარჯებისთვის.
5G სერვისისთვის საჭირო სიხშირეები, საწყისი ღირებულება და სხვა პირობები კომისიამ დაადგინა Ernst & Young-ის ექსპერტების ჩართულობით, ასევე ევროპული კომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგების გამოცდილების გათვალისწინებით.
აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას 15 წლის ვადით დროებით სარგებლობაში 5G ქსელისთვის საჭირო სიხშირული რესურსი გადაეცემა.
კონსულტაციების შედეგად შექმნილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიები ვალდებული იქნებიან 2-7 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაფარონ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რომლებიც მოიცავს როგორც დასახლებულ პუნქტებს, ისე საგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზას.
ყველა ახალი ამბავი
0