თალაკვაძე: მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა დიდი წარმატებაა

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი 5 ივლისიდან დაიწყება. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის ახალი გეგმა პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა, განაცადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
Sinopharm–ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შეფერხების გამო არ დაწყებულა >>
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობაში აცხადებენ, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა.
„პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ვაქცინების სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკებები და მაღალი დონის ჩართულობა სწორი ტაქტიკა იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Sinovac-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
საქართველომ Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესზე არამხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანაში უამრავი ოჯახის სოციალური მდგომარეობაა დამოკიდებული.
არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც პანდემიის მართვის პროცესში დიდი როლი ითამაშეს. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ექიმებსა და ექთნებს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა პირმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0