COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.026-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 369.048-ს მიაღწია.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.026 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 633 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კახეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 105, კახეთი – 81, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 44, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 44, აჭარა – 38, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 7, გურია – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გაბუნია: ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 381 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 353.612-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.347-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.063 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.907 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.639, იმერეთში – 381, აჭარაში – 167.
620 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 159 პირი, მათგან თბილისში - 110, იმერეთში – 8, აჭარაში – 7. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 747 ადამიანი, მათ შორის 553 – თბილისში, 182- აჭარაში. 6.409 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7.187 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.513 პირი, იმერეთში – 779, აჭარაში – 623.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.026-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 369.048-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.


ყველა ახალი ამბავი
0