კოვიდ-ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე 30-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა

© photo: Sputnikაბიტურიენტები გამოცდებზე
აბიტურიენტები გამოცდებზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი გამოუვლინდებათ, დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე დღეს 30-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ რუსთავის საგამოცდო ცენტრში ვიზიტისას.
გორგოძის თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია ჩაინიშნება. მან აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისთვის დროულად გამოცხადდნენ.
ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი დილის 08:00 საათზე ერთდროულად დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე გუშინ 20-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში გუშინ დაიწყო. ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.
კერძოდ, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდ-ინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.
საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი, მათგან 11 – თბილისში, სამ-სამი – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი – ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
ყველა ახალი ამბავი
0