20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Natia Kvartskhavaეროვნული გამოცდები
ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
აბიტურიენტებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაბამის საგანში გამოცდას საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით ჩაუტარებს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე დღეს 20-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ 175-ე საჯარო სკოლაში მოწყობილ საგამოცდო ცენტრში ვიზიტისას.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო>>
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
„ჩვენ გვაქვს საშუალება, მათ შევთავაზოთ დამატებითი სესია. ამიტომ ინფიცირების გამო წელს ისინი არ გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს. იქნება ერთი სესია, სადაც ჩვენ მოვიწვევთ ამ აბიტურიენტს, რომელიც კონკრეტული საგნის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა", – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
ჩხენკელი აბიტურიენტებს: განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა
კერძოდ, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდ-ინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.
საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი, მათგან 11 – თბილისში, სამ-სამი – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი – ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
ყველა ახალი ამბავი
0