ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის

© photo: Sputnik / Stringerაბიტურიენტები
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს რეგისტრაცია 38,4 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები გამოაქვეყნა.

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ: პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი; სურვილის შემთხვევაში – დამატებითი სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი – გელიანი (ე.წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდება: რა რეგულაციები იმოქმედებს ეროვნულ გამოცდებზე

ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი გასცემს მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. აბიტურიენტმა კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად დაკვირვებით უნდა გადახედოს პასუხების ფურცელს, რათა დარწმუნდეს, რომ ის დაუზიანებელია.

თუ აბიტურიენტი დროზე ადრე დაასრულებს ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, მან ხელის აწევით უნდა ანიშნოს მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებს შავი სამუშაოსთვის განკუთვნილ ფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებს უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს საგამოცდო სექტორს.

მაგიდაზე არ უნდა ეწყოს არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დარიგდება. წყლის ბოთლი შეიძლება დაიდგას იატაკზე.

ტესტირების დროს აბიტურიენტები ვალდებული არიან დაიცვან კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატარონ პირბადე, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში - დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.

გამოცდაზე აკრძალულია: კურატორის ან მეთვალყურისთვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა; საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა; მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება; საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება; სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება; პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

ერთი გაფრთხილების შემდეგ აბიტურიენტის მიერ წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ის მოიხსნება გამოცდიდან.

გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:

  • ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;
  • დამხმარე მასალის (ე.წ. შპარგალკის) გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;
  • წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აბიტურიენტს გამოცდიდან მოხსნიან.

გამოცდაზე რეგისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
რამდენიმე საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდების ხანგრძლივობა შეიცვალა

დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს იმავე დღის 21:00 საათამდე წარმოადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.

წელს ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. 25 საგამოცდო ცენტრიდან 11 თბილისში მდებარეობს, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს რეგისტრაცია 38,4 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0