https://sputnik-georgia.com/20210702/Semosavlebma-Rvinis-eqsportidan-mlrd-dolars-unda-gadaaWarbos-252189732.html
მთავრობის გეგმა: შემოსავლებმა ღვინის ექსპორტიდან მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს
მთავრობის გეგმა: შემოსავლებმა ღვინის ექსპორტიდან მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს
Sputnik საქართველო
ხელისუფლება სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებას გეგმავს, რაც ქართული ალკოჰოლური სასმელების რეალიზების მასშტაბებს გაზრდის. 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T10:13+0400
2021-07-02T10:13+0400
2021-10-19T18:00+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
ქართული ღვინო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23627/93/236279329_0:0:1999:1130_1920x0_80_0_0_6a5c6b71ab33c42eaa3a2326a4eb29c2.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველო 2030 წლისთვის ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების ექსპორტით 1 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.მთავრობის მომდევნო 10 წლის გეგმაშია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება. ასევე იგეგმება მარკეტინგული კამპანიების გაძლიერება სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე, რაც ქართული ალკოჰოლური სასმელების რეალიზების მასშტაბების გაზრდას დაეხმარება.დავითაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ბაზრების დივერსიფიკაციას – აითვისებს სამხრეთ კორეის, კანადის, სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიმართულებებს.ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ 2021 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ექსპორტზე მსოფლიოს 55 ქვეყანაში გაიტანა 36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 82,4 მლნ აშშ დოლარია – ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია. ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობას რუსეთი ინარჩუნებს.ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამის ფარგლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლიდან ქართულ ღვინო გააქვს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე: აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია, გერმანია. ქართული ღვინო წარდგენილი იყო ყველა დიდ საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე მთელ მსოფლიოში.სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ღვინის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. შედეგად 2012 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. 2012 წელს 43 ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი იყო 23 მლნ ბოთლი ღვინო. 2020 წლის მონაცემებით კი საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა.
https://sputnik-georgia.com/20210609/qarTuli-Rvinis-eqsporti-izrdeba-251969195.html
https://sputnik-georgia.com/20210624/londonSi-qarTulma-Rvinom-britaneli-eqspertebis-saukeTeso-Sefaseba-miiRo-252118966.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23627/93/236279329_0:0:1999:1258_1920x0_80_0_0_09c606b7474e98128bcda9bc3b0de95c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო, საქართველო
მთავრობის გეგმა: შემოსავლებმა ღვინის ექსპორტიდან მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს
10:13 02.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ხელისუფლება სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებას გეგმავს, რაც ქართული ალკოჰოლური სასმელების რეალიზების მასშტაბებს გაზრდის.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველო 2030 წლისთვის ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების ექსპორტით 1 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის მომდევნო 10 წლის გეგმაშია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება. ასევე იგეგმება მარკეტინგული კამპანიების გაძლიერება სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე, რაც ქართული ალკოჰოლური სასმელების რეალიზების მასშტაბების გაზრდას დაეხმარება.
დავითაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ბაზრების დივერსიფიკაციას – აითვისებს სამხრეთ კორეის, კანადის, სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიმართულებებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ 2021 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ექსპორტზე მსოფლიოს 55 ქვეყანაში გაიტანა 36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 82,4 მლნ აშშ დოლარია – ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია. ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობას რუსეთი ინარჩუნებს.
ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამის ფარგლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლიდან ქართულ ღვინო გააქვს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე: აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია, გერმანია. ქართული ღვინო წარდგენილი იყო ყველა დიდ საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე მთელ მსოფლიოში.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ღვინის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. შედეგად 2012 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. 2012 წელს 43 ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი იყო 23 მლნ ბოთლი ღვინო. 2020 წლის მონაცემებით კი საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა.