ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო

© Pixabay / congerdesignღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 50-ზე მეტი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გერმანიაში ქართული ღვინის კონკურსი–დეგუსტაცია გაიმართა

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

„წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 50-ზე მეტი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინის დეგუსტაცია ლონდონის პრესტიჟულ რესტორან Trivet-ში ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0