https://sputnik-georgia.com/20210701/gaxarias-partiam-winasaarCevno-kampania-skandaliT-daiwyo-252186276.html
გახარიას პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია ახალი სკანდალით დაიწყო
გახარიას პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია ახალი სკანდალით დაიწყო
Sputnik საქართველო
პარტიის ახალ შენობაში ელექტროენერგია გაითიშა, ხოლო მფლობელმა იჯარის შესახებ კონტრაქტი გააუქმა. გახარიამ განაცხადა, რომ ამ მოქმედებების უკან „შეშინებული... 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T17:44+0400
2021-07-01T17:44+0400
2021-10-19T18:00+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251889797_0:109:1729:1087_1920x0_80_0_0_4df1e35ddde2d40a5b77415b10eb059c.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანია გორში ოფისის გახსნით დაიწყო და მაშინვე სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.გახარიას გუნდი ყველაზე პოპულარული პარტიების სამეულშია – გამოკითხვა>>გახარიამ პარტია ივნისის დასაწყისში დააფუძნა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.ოფისის გახსნას ახალი სკანდალი მოჰყვა – შენობაში დენი გამოირთო, ხოლო შენობის მფლობელმა იჯარის შესახებ ხელშეკრულება გააუქმა. გახარიამ განაცხადა, რომ ამ მოქმედებების უკან "შეშინებული ხელისუფლება" დგას. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდა უკან დახევას არ აპირებს.„ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ", – განაცხადა გახარიამ.მან ასევე აღნიშნა, რომ ჭორები მისი შეხვედრის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან აშშ-ში და მათ შესაძლო ალიანსზე – „შეშინებული ხელისუფლების" ტყუილია.„მინდა აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის" არანაირ ალიანსს „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ განიხილავს და ვერ განიხილავს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია", – განაცხადა გახარიამ.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მათი მიმართულებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. როგორც დეპუტატმა უმრავლესობიდან გიორგი ამილახვარმა განაცხადა, გახარიას რიტორიკა „ნაცმოძრაობის" რიტორიკას ჰგავს.ამილახვარმა მოუწოდა გახარიას, ან ფაქტები წარმოადგინოს, ან შეწყვიტოს ასე მოქმედება.ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
https://sputnik-georgia.com/20210626/axali-skandali-gaxarias-partias-baTumis-ofisis-datoveba-mouwevs-252137292.html
https://sputnik-georgia.com/20210624/gaxaria-da-saakashvili-vashingtonshi-ert-sastumroshi-gacherdnen-252117033.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251889797_0:55:1729:1141_1920x0_80_0_0_7f5944ac435a62fea14f8d82e4d4ddc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
გახარიას პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია ახალი სკანდალით დაიწყო
17:44 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) პარტიის ახალ შენობაში ელექტროენერგია გაითიშა, ხოლო მფლობელმა იჯარის შესახებ კონტრაქტი გააუქმა. გახარიამ განაცხადა, რომ ამ მოქმედებების უკან „შეშინებული ხელისუფლება" დგას.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანია გორში ოფისის გახსნით დაიწყო და მაშინვე სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.
გახარიამ პარტია ივნისის დასაწყისში დააფუძნა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.
„დღეს ჩვენ შიდა ქართლში, გორში ვხსნით პარტიის ახალ ოფისს. ეს არის საქართველოს შუაგულში, გორში პირველი ოფისი და ასე დაიწყება პარტიის „საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანია მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად", – განაცხადა გახარიამ.
ოფისის გახსნას ახალი სკანდალი მოჰყვა – შენობაში დენი გამოირთო, ხოლო შენობის მფლობელმა იჯარის შესახებ ხელშეკრულება გააუქმა. გახარიამ განაცხადა, რომ ამ მოქმედებების უკან "შეშინებული ხელისუფლება" დგას. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდა უკან დახევას არ აპირებს.
„ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ", – განაცხადა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჭორები მისი შეხვედრის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან აშშ-ში და მათ შესაძლო ალიანსზე – „შეშინებული ხელისუფლების" ტყუილია.
„მინდა აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის" არანაირ ალიანსს „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ განიხილავს და ვერ განიხილავს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია", – განაცხადა გახარიამ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მათი მიმართულებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. როგორც დეპუტატმა უმრავლესობიდან გიორგი ამილახვარმა განაცხადა, გახარიას რიტორიკა „ნაცმოძრაობის" რიტორიკას ჰგავს.
ამილახვარმა მოუწოდა გახარიას, ან ფაქტები წარმოადგინოს, ან შეწყვიტოს ასე მოქმედება.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.