გახარიას გუნდი ყველაზე პოპულარული პარტიების სამეულშია – გამოკითხვა

© photo : press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
ახლადშექმნილმა ოპოზიციურმა პარტიამ უკან ჩამოიტოვა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არცთუ ურიგო შედეგი აჩვენეს.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სიმპათიით სამი პარტიისადმია განწყობილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. 

გიორგი გახარიას პარტიის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გახარიას პარტია  აქტიურ მოქმედებას იწყებს

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 32% დაუჭერდა, ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ – 23%, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი – 8%.

ყოფილი პრემიერის პარტიის რეიტინგმა, რომელიც ახლახან, ივნისის დასაწყისში დაარსდა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების რეიტინგს გადააჭარბა.

გამოკითხვის შედეგებით დანარჩენი პარტიების რეიტინგია:

– „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 5%;

– „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3%;

– „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;

– „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;

– „ლელო საქართველოსთვის“ – 2%;

– „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;

– „მოქალაქეები“ – 2%;

– „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%;

– „დროა“ – 1%;

– „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 1%;

– „ერი“ – 1%.

გამოკითხვა ტელეკომპანიის დაკვეთით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 1000 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება +/-3%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0