ახალი სკანდალი: გახარიას პარტიას ბათუმის ოფისის დატოვება მოუწევს

© photo : press-service of George Gakhariaგიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციაზე
გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
ფართის მფლობელმა უარის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია ვაშინგტონში გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ბათუმის ოფისის მფლობელმა უარი უთხრა პოლიტიკურ ორგანიზაციას ფართის შემდგომ მიქირავებაზე.

ფართის მფლობელმა უარის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია ვაშინგტონში გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ. თავად პარტიაში შეხვედრის ფაქტს უარყოფენ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გახარიას გუნდი ყველაზე პოპულარული პარტიების სამეულშია – გამოკითხვა

პარტიამ მომხდარში ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის ნიშნები დაინახა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, მოგვაქირაონ ოფისი, ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება“, - განაცხადა პარტიის რეგიონულმა ლიდერმა ირაკლი მიქელაძემ.

შემთხვევა თუ... გახარია და სააკაშვილი ერთ სასტუმროში გაჩერდნენ >>

მმართველი პარტიის ლიდერების და სახელისუფლებლო მედიების მხრიდან შავი პიარის ტალღა გაძლიერდა პოლიტიკური პარტიების ბოლოდროინდელი რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ. რეიტინგებმა აჩვენა, რომ გახარიას პარტიამ შექმნიდან ერთ თვეში გაუსწრო თითქმის მთელს ოპოზიციას და მესამე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0