საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით სამხრეთ კორეიდან

© photo: Sputnik / Petrov / გადასვლა მედიაბანკშისეული
სეული - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
მხარეებს შორის დავების გაჩენის შემთხვევაში შეთანხმების პროექტის დებულებები ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს მოიცავს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ტოკიო - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
იაპონელი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება

საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეების პირველი კონსულტაციები სეულში 2019 წლის დეკემბერში გაიმართა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

არველაძე ქართული მხრიდან მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, კორეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დიდი პოტენციალია. ბოლო წლებში კორეელი ინვესტორები სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, აღნიშნა მან.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
საქართველოში ინვესტიციები მცირდება

შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს მხარეთა დავის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

პირველი ინვესტიციები კორეიდან საქართველოში 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ ინვესტიციების საერთო მოცულობამ 204.32 მლნ დოლარი შეადგინა (2020 წლის ჩათვლით).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარი–მაისში 31.1 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0