საქართველოში ინვესტიციები მცირდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობის მეოთხედი რუსეთზე მოდის.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის იანვარი–მარტთან შედარებით, 28,3%-ით შემცირდა და 124,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები საქართველოში: პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდა

უწყება მთავარ მიზეზად რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 52,9%-ით შემცირდა, 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, და 616,9 მლნ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და თურქეთი.

ინვესტიციები ასევე შემოვიდა ჩეხეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

რომელ დარგებში აბანდებენ

2021 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა.

ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: მშენებლობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება, სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ.

რეინვესტიცია

ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა. კერძოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში რეინვესტიციამ 71,7 მლნ დოლარი შეადგინა – ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობის 57,2%.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
„ჩვენი ინვესტიციები ტექნოლოგიებში – სწორი ნაბიჯია“: თურნავამ Pulsar AI-ს წარმატება მიულოცა

ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. "ესტონური მოდელის" დანერგვას ასახელებს. 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. „ესტონური მოდელი", რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული.

რას გვპირდება მთავრობა

მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურად პოზიციონირდება.

ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორ ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.

აღნიშნულ პერიოდში ასევე „მეწარმეთა შესახებ" კანონს მიიღებენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.

კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0