საქართველოში 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია იგეგმება

© photo: Pixabay / torstensimonვაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება პროცესში 16–18 წლის მოზარდების ჩართვით იგეგმება. მათი აცრა მხოლოდ Pfizer–ის ვაქცინით არის რეკომენდებული

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება – იგეგმება 16 წელს ზემოთ მოზარდების აცრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ეპიდემიოლოგები სამედიცინო საბჭოსთვის რეკომენდაციით მიმართვას აპირებენ, რომ Pfizer–ით ვაქცინაციის პროცესში 16 წელს ზემოთ მოზარდები ჩაერთონ. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ Pfizer–ის პრეპარატის ინსტრუქციით, ამ ვაქცინით 16 წელს ზემოთ პირთა აცრაც შეიძლება.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
საქართველო წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

„რამდენიმე ქვეყანამ Pfizer–ით აცრები დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვებშიც – შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ Pfizer–ის საკმარისი დოზები გვექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ორი სხვადასხვა კომპანიის პრეპარატებით აცრა ჯანმრთელობას არ ვნებს და მსოფლიოში უკვე აქტიურად იყენებენ ვაქცინაციის ასეთ, ე.წ. შერეულ მეთოდს.

გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ვაქცინების შეცვლა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა.

„დღეს აქტიურად ხდება სხვადასხვა ვაქცინის ჩანაცვლება. ანგელა მერკელი AstraZeneca–თი აიცრა, მეორე კი Moderna იყო... გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადამიანმა თავისი სურვილით გაიკეთა ვაქცინა, მეორე ვაქცინა კი სხვა დასახელების იყო. არის ასეთი შემთხვევა და ჯანმრთელობას არ ავნებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
ვაქცინაციის სტატისტიკა: 32 ათასი ექიმიდან სრულად აცრილია მხოლოდ 3.447

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამა 18 წელს ზემოთ პირებს მოიცავს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 248.545 ადამიანი, აქედან ორივე დოზით – 90.870.

ივლისიდან თანდათანობით მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლა იგეგმება. ეპიდემიოლოგების გათვლებით, აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი 20 ათასამდე უნდა ავიდეს, რათა დასახულ მიზანს – მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციას მივაღწიოთ.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს პრეპარატებით Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. შემოდგომაზე კი, სავარაუდოდ, Novovax და Jonson&Jonson შემოვა.

ყველა ახალი ამბავი
0