საქართველო წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

© AFP 2024 / KAREN DUCEYვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის ქვეყანაში ვაქცინების გარკვეული დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა პრემიერი მოსახლეობას Pfizerის, Sinopharm-ის, Sinovac-ის და Novavax-ის მილიონობით დოზებს ჰპირდება.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველო 2021 წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს და ეს რაოდენობა საკმარისი იქნება მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის მიერ გაწერული საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ამირან გამყრელიძე: თუ ყველა ავიცრებით, ვერც „ინდური შტამი“ მოგვერევა და ვერც სხვა

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.

„დღეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. ჩვენ Pfizer–თან მილიონ დოზა ვაქცინაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ასევე მივიღებთ Sinopharm-ის მილიონ დოზას, ასევე მილიონ დოზა Sinovac-ს და 700 ათას დოზა Novavax-ს. საერთო ჯამში წლის ბოლომდე ჩვენ 4 მილიონ დოზა ვაქცინას მივიღებთ, რაც სრულიად საკმარისი იქნება მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველო ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ეპიდემიოლოგების გათვლებით, ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 20 ათასს უნდა მიაღწიოს, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% იყოს აცრილი.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინების გარკვეული დეფიციტი წარმოიქმნა. ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მარაგი შეავსონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0