ვაქცინაციის სტატისტიკა: 32 ათასი ექიმიდან სრულად აცრილია მხოლოდ 3.447

© Sputnik / STRINGERვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაბალი აქტივობით მიმდინარეობს. ხელისუფლება ივლისიდან მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზა 3.447-მა ექიმმა ჩაიტარა – ასეთ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ჩხაიძე: თბილისში სამშაბათს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

საქართველოში სულ 32 ათასი ექიმია. მათგან ვაქცინის ერთი დოზა 6.246 მედიკოსს აქვს მიღებული. რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორის დანარჩენ წარმომადგენლებს, ერთი დოზით აცრილია 3.220, ორი დოზით კი 2.246 ადამიანი.

დაბალი აქტივობა შეიმჩნევა მედდებს შორისაც. ორი დოზით სულ 498 ექთანია აცრილი, ერთი დოზით კი 1.133 მათგანია აცრილი.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებში მთლიანობაში დაახლოებით 70 ათასი ადამიანია დასაქმებული.  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 32 ათასი იყო, ექთნების კი დაახლოებით 20 ათასი.

შინაგან საქმეთა სამინისტოს თანამშრომლებს შორის ვაქცინის ერთი დოზა 3.170 ადამიანს აქვს მიღებული, ორი სრული დოზით კი 1.619 პირია აცრილი. თავდაცვის სამინისტროში ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.373 თანამშრომელი, ორი დოზით – 500. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.093 ადამიანი, ორით – 644.

ვაქცინაციის მხრივ ვითარება საკმაოდ მძიმეა სკოლის პერსონალშიც – აღნიშნულ სფეროში სულ 343 ადამიანია აცრილი.

„საქსტატის“ 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულია 63 ათასი პედაგოგი. აღნიშნულ მონაცემში არ შედის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დანარჩენი პერსონალი, რომელთაც ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
დასახელდა COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულებში შეინიშნება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac–ით დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად აცრის ჩატარება უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 238.222 ადამიანს აქვს ჩატარებული, აქედან სრული დოზა 84.756 პირს აქვს მიღებული. საქართველო ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ეპიდემიოლოგების გათვლებით, ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 20 ათასს უნდა მიაღწიოს, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% იყოს აცრილი.

კონკრეტულად როდის და კიდევ რომელ ვაქცინებს მიიღებს საქართველო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ Novovax და Jonson&Jonson საქართველოში შემოდგომაზე შემოვა. გარდა ამისა, ხელისუფლება Moderna-ს ვაქცინის შემოტანას გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0