საქართველომ მდგრადი განვითარების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

© Pixabay / konferenzadhsგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
საქართველოს წარმატება განაპირობა მიღწეულმა პროგრესმა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მართლმსაჯულების ინდექსი, კორპორაციული გადასახადების სიმსუბუქე, პრესის თავისუფლება და ა.შ.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველო 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში ორი პუნქტით დაწინაურდა, ხოლო განათლების ხარისხის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა.

კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა გაეროს 2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში, რომელშიც 165 ქვეყანა შევიდა. თითოეული მათგანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მაჩვენებლით შეფასდა. 

აივანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
მამაკაცები, ქალები და პანდემია: როგორ გამოიყურება საქართველო გაეროს ანგარიშში

საქართველომ პოზიციები ორი პუნქტით გაიუმჯობესა და 56-ე ადგილი დაიკავა. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველო 58-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი 66-ე ადგილს იკავებდა.

დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფი კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის დირექტორის ჯეფრი საქსის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

ქვეყნები მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 93 სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდა. აღნიშნული კრიტერიუმები ეხება სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, განათლების, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.

საქართველოს წარმატება განაპირობა მიღწეულმა პროგრესმა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, მართლმსაჯულების ინდექსი, კორპორაციული გადასახადების სიმსუბუქე, პრესის თავისუფლება და სხვ.

საქართველო ხარისხიანი განათლების მაჩვენებლით მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში მსოფლიოს 30 და ევროპის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. გარდა ამისა, პროგრესი დაფიქსირდა ისეთ მიმართულებაში, როგორიცაა მართლმსაჯულების 2020 წლის ინდექსი, რომელიც მართლმსაჯულებაზე წვდომასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. საქართველო ამ კრიტერიუმით შეფასებულ მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 28-ე, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 ადგილზე გავიდა. 

გაერო - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გაერო: მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანას კატასტროფული შიმშილობა ელოდება

საქართველომ კარგი შედეგი აჩვენა საკუთრების უფლების ინდექსშიც, სადაც მსოფლიოში 32-ე ადგილი, ევროპაში კი მე-14 ადგილი დაიკავა. 

ანგარიშის თანახმად, საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 10 მიზანი და 40 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 33 მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 38 ინდიკატორში საქართველო შეფასდა, როგორც „მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული“.

გაერო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2021 წლის ანგარიში მეშვიდე გამოცემაა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. 2015 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა მაღალ პოლიტიკურ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. კონსულტაციების შედეგად გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 93 ამოცანა განისაზღვრა ეროვნულ პრიორიტეტად. თითოეული ეს მიზანი და ამოცანა 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.

ყველა ახალი ამბავი
0