მამაკაცები, ქალები და პანდემია: როგორ გამოიყურება საქართველო გაეროს ანგარიშში

© Sputnik / Alexander Imedashviliაივანი
აივანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
როგორც კვლევებმა აჩვენა, პანდემიამ და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ ოჯახში ქალების დატვირთვა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია ოჯახური ძალადობის ზრდა, სამუშაო ადგილების დაკარგვა, შემოსავლების შემცირება და მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, ასეთია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დასკვნა საქართველოსთან მიმართებით. 

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
საია – გენდერული თანასწორობა საქართველოში კვლავ პრობლემაა

კვლევაში „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება“ (Rapid Gender Assessment of the COVID-19 situation) ნათქვამია, რომ ამ პერიოდში ძირითადი დატვირთვა ქალებზე გადავიდა, რომელთაც მოუწიათ დისტანციური მუშაობისა და ოჯახში არაანაზღაურებადი საქმიანობის შეთავსება.

ოქტომბრის გამოკითხვაში მამაკაცების 47%-მა განაცხადა, რომ არასდროს დაულაგებია სახლი, 43%-მა აღნიშნა, რომ არასდროს მოუმზადებია სადილი, 33%-მა კი აღიარა, რომ შვილის მოვლაში არასდროს მიუღია მონაწილეობა.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალების უმეტესობა სახლის საქმითაა დაკავებული. გამოკითხული ქალების მხოლოდ 2% აცხადებს, რომ არასდროს ალაგებს სახლს, 3% კი არასდროს ამზადებს სადილს.

ოჯახში საქმის ასეთმა არათანაბარმა გადანაწილებამ გამოიწვია ქალების დატვირთვის კრიტიკული ზრდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვები სწავლის ონლაინ–რეჟიმზე გადავიდნენ. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2020
გენდერული შეზღუდვა COVID 19-ის გამო: ქალებისა და კაცების ქუჩაში ერთდროულად გასვლა აიკრძალა

მამაკაცების 18%-მა განაცხადა, რომ შვილებს არასდროს დახმარებიან გაკვეთილების მომზადებაში. ქალთა შორის ამ მაჩვენებელმა 7% შეადგინა. არანაკლებ საყურადღებოა შემდეგი მონაცემებიც: მამაკაცების 12% და ქალების 7% არასდროს ეთამაშებიან ბავშვებს.

ქალების განცხადებით, მხოლოდ ისინი არიან დაკავებული არაანაზღაურებადი საოჯახო საქმეებით. ქალების 69% აცხადებს, რომ პასუხისმგებელი არიან სახლის დალაგებაზე, 54% პასუხისმგებელია ბავშვებთან თამაშზე, 46% ბავშვების მოვლაზე და 44% საოჯახო საქმეებზე.

მამაკაცების პასუხები ასეთია: მხოლოდ 12%-ია პასუხისმგებელი სახლის დალაგებაზე, 4% – ბავშვებთან თამაშზე, 5% – ბავშვების მოვლაზე და 35% – საოჯახო საქმეებზე.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მამაკაცებს უფრო მეტი თავისუფალი დრო (19%) აქვთ, ვიდრე ქალებს (13%).

მონაცემების ანალიზმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ დასაქმების სფეროში სქესობრივი ნიშნით უთანასწორობა არსებობს. პანდემიამდე ქალების ნახევარი ეკონომიკურად არააქტიურად (არ იყვნენ დასაქმებული და არ ეძებდნენ სამსახურს) ითვლებოდა, მაშინ, როდესაც მამაკაცების მხოლოდ 16% მიეკუთვნებოდა ამ კატეგორიას. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი – არაანაზღაურებადი სამსახურის არათანაბარი ტვირთია, რომელსაც ქალები შვილებისა და ოჯახის მოვლისთვის ასრულებენ.

და კიდევ, ოქტომბერში გამოკითხულთა 17%-მა (დასაქმებული ქალების 20% და მამაკაცების 15%) განაცხადა სამსახურის დაკარგვის შესახებ, 43%-მა (49% მამაკაცები და 39% ქალები) კი შემოსავლების შემცირების შესახებ.

მაისის კვლევას რომ შევადაროთ, ოქტომბრის მონაცემები მთლიანობაში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. მაისში რესპონდენტების 32% სამსახურის დაკარგვაზე საუბრობდა, 82% კი შემოსავლის შემცირებაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში სამსახური უფრო მეტად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელმა დაკარგეს.

ყველა ახალი ამბავი
0