საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას 1 იანვრამდე შეძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliდაჯარიმება კომენდანტის საათის დროს
დაჯარიმება კომენდანტის საათის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ცვლილებების მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს არსებული სამართლებრივი მექანიზმი.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. პარლამენტმა 78 ხმით 22-ის წინააღმდეგ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესება მთავრობას 2022 წლის 1 იანვრამდე შეუძლია.

ცვლილებები 2020 წლის 22 მაისს ამოქმედდა და მათ საფუძველზე მთავრობამ მიიღო უფლება – კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესოს სხვადასხვა შეზღუდვა ისე, რომ ქვეყანაში არ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

ტურისტული სეზონი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოში მეტ ტურისტს ელოდებიან

თავად ცვლილებები დროებით არის შემოღებული. თავდაპირველად მათი მოქმედების ვადა 2020 წლის 15 ივლისამდე განისაზღვრა, მაგრამ ეპიდვითარების გამო ცვლილებები ორჯერ გახანგრძლივდა - 2021 წლის 1 იანვრამდე და 2021 წლის 1 ივლისამდე.

„ცვლილების მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს უკვე არსებული ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად მართვას ემსახურება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ.

ცვლილებების საფუძველზე მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“, რომელიც არეგულირებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს – საქართველოში ტურისტების შემოსვლით დაწყებული, ქორწილების ჩატარებითა და პირბადის ტარებით დამთავრებული.

კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
რამდენი ხნით გაუქმდა კომენდანტის საათი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში 360.055 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო 14 დღეში 2,43% შეადგინა.  

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მოსახლეობის 70% აიცრება. დღეისათვის აცრა ჩაიტარა 238.220 ადამიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0