შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოში მეტ ტურისტს ელოდებიან

© Sputnik / Seyran Baroyanტურისტული სეზონი აჭარაში
ტურისტული სეზონი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ტურისტული სეზონის პიკზე ხელისუფლება ელოდება ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 70 პროცენტით აღდგენას იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და რესტორნების სამუშაო დროის გახანგრძლივება საქართველოში ტურისტების რაოდენობაზე დადებითად აისახება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

1 ივლისიდან საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. გარდა ამისა, იმ დროიდან ყველა რესტორანი და ბარი 00:00 საათამდე იმუშავებს.

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
დაიცავით წესები, თორემ დაჯარიმდებით: ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტებს აფრთხილებს

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გამო, რომ დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით. პოზიტიური დინამიკა გვაქვს ტურიზმში – იცით, რომ სახმელეთო საზღვრებიდანაც შემოდიან ტურისტები, ასევე აჭარაში იმატა ტურისტებმა“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად 300-350 რეისი სრულდება.

„თუ ამას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით, 600 ფრენა ანუ ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც გვქონდა 2019 წელს“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის პიკზე ხელისუფლება ელოდება დაახლოებით 70 პროცენტით დაახლოებას თუნდაც საჰაერო გზით შემოსული ტურისტების იმ რაოდენობას, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. 2019 წელს საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ ტურიზმის სფეროში, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა.

ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

ყველა ახალი ამბავი
0