რამდენი ხნით გაუქმდა კომენდანტის საათი საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliკომენდანტის საათი
კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ყველასათვის გარკვეული ტესტი იქნება: როგორ აისახება ეპიდსიტუაციაზე შერბილება - სასიკეთოდ თუ, პირიქით, ნეგატიურად.

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. გარკვეული შეზღუდვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს - ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ეყრდნობა ეპიდსიტუაციის ანალიზს, რომელიც ყოველდღიურად კეთდება.

კაფე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
კაფე–რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

„ვნახოთ, სამომავლოდ რა სიტუაცია გვექნება. საბჭოს ყველა სხდომაზე განიხილება რეგულაციების შემსუბუქების საკითხი. ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი ყველა რეგულაცია“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ღიბრაძემ კომენდანტის საათის გაუქმებისა და პირბადეების ტარების რეჟიმის შერბილების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მან ასევე განმარტა, პრაქტიკაზე რომელ საათზე შეწყდება კომენდანტის საათის მოქმედება.

„1 ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ოპერატიული შტაბის უფროსმა გაიმეორა, რომ პირბადის ტარება კვლავაც სავალდებულოა დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ბაზრებში და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, ასევე ტაქსიში.

კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველოში „კომენდანტის საათი“ 1 ივლისიდან გაუქმდება

რაც შეეხება ღამის კლუბების ფუნქციონირებას, ღიბრაძის თქმით, ისინი კვლავ დაკეტილია. საზოგადოებრივი კვების ობიექტები 24 საათამდე იმუშავებენ.

22 ივნისს გამართული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 ივლისიდან გაუქმდება, ხოლო 22 ივნისიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

ყველა ახალი ამბავი
0