კაფე–რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე თბილისში
კაფე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ამჟამად რესტორნები და კვების ობიექტები კლიენტებს ყოველდღე 23:00 საათამდე ემსახურებიან. ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად 1 ივლისიდან რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 24:00 საათამდე იმუშავებენ, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში 1 ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდება. გარდა ამისა, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის. აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება არ ვრცელდება დახურულ სივრცეებსა და ტრანსპორტზე. 

კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველოში „კომენდანტის საათი“ 1 ივლისიდან გაუქმდება

„რესტორნებთან დაკავშირებით შეზღუდვები დარჩება, რესტორნები 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები, მათ შორის ღამის კლუბები, აღარ იმუშავებენ. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება სასტუმროებში არსებულ რესტორნებზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.

საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი ხორციელდებოდა. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან დაიშვა რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“.

22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. აღნიშნული შეზღუდვა 1 ივნისიდან მოიხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0