საელჩო: გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულ ქართველებს ახალ სამუშაოზე გადაიყვანენ

© AFP 2024 / DAVID GANNONგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ გაუსაძლისი სოციალური და შრომის პირობები აქვთ და დახმარება ითხოვეს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, მიმდინარე კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ, ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ზალკალიანი: გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველების პრობლემა სწრაფად მოგვარდება

დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მათ ცხოვრება და მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.

როგორც გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეების უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოც.

„ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შეფასება მოჰყვება. 

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გაუმჯობესდა თუ არა გერმანიაში დასაქმებული ქართველების შრომის პირობები: გაბუნიას განმარტება

საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ", რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.

გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ გაუსაძლისი სოციალური და შრომის პირობები აქვთ და დახმარება ითხოვეს. ერთი კვირის შემდეგ გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურ სამინისტროში პირობა დადეს, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები დაუყოვნებლივ გამოსწორდება არსებული სტანდარტების შესაბამისად.

მაგრამ გასული კვირის ბოლოს მედიაში კვლავ გავრცელდა საქართველოს მოქალაქეების ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შრომის პირობები ოდნავაც არ გამოსწორებულა, საყოფაცხოვრებო პირობები კვლავ მძიმეა, ხოლო ხელფასი დაპირებულზე დაბალია.

ყველა ახალი ამბავი
0