გაუმჯობესდა თუ არა გერმანიაში დასაქმებული ქართველების შრომის პირობები: გაბუნიას განმარტება

© Sputnik / STRINGERსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასული საქართველოს მოქალაქეების პრეტენზიები ისევ ისმის, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მიმღებ მხარესთან მჭიდრო კონტაქტში არიან და შეძლებისდაგვარად ცდილობენ პრობლემების გადაჭრას.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველების უკმაყოფილება შრომის პირობებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ახსნა იმით, რომ „მათი მოლოდინი არ დაკმაყოფილდა იმასთან მიმართებაში, რასაც ელოდებოდნენ".

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ევროპის კიდევ რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ წასვლას

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.

გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ გაუსაძლისი სოციალური და შრომის პირობები აქვთ და დახმარება ითხოვეს. ერთი კვირის შემდეგ გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურ სამინისტროში პირობა დადეს, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები დაუყოვნებლივ გამოსწორდება არსებული სტანდარტების შესაბამისად.

მაგრამ გასული კვირის ბოლოს მედიაში კვლავ გავრცელდა საქართველოს მოქალაქეების ვიდეო-და აუდიოჩანაწერები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შრომის პირობები ოდნავაც არ გამოსწორებულა, საყოფაცხოვრებო პირობები კვლავ მძიმეა, ხოლო ხელფასი დაპირებულზე დაბალია.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ზალკალიანი: გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულებს შრომის ღირსეული პირობები ექნებათ

თამარ გაბუნიას თქმით, როდესაც საუბარია ამ ტიპის დასაქმების პროგრამაზე, გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აკისრია როგორც სამინისტროს, ისე მიმღებ მხარეს.

„გარკვეულწილად, როგორც ჩანს, აქ იყო ის, რომ მოქალაქეების მოლოდინი არ დაკმაყოფილდა იმასთან მიმართებაში, რასაც ესენი ელოდებოდნენ. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო როგორც მოქალაქეების მხარეს, ასევე მიმღებ მხარესთან მუშაობას აგრძელებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიის მხარეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთი ათასამდე სამუშაო ადგილის შეთავაზება შეუძლია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0