„ბლატიანი“, „შარლატანი“ და სხვა: სიტყვათა მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია

© Pixabay / congerdesignწიგნები კალათში
წიგნები კალათში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
ჩვენ მეტყველებაში არის ფრაზები, სიტყვები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია გამუდმებით ვიყენებთ. თუმცა ზოგი მათგანის მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს.

ვფიქრობთ, მკითხველებს დააინტერესებთ ამ ფრაზების თაობაზე განმარტებები.

„ფიასკო განიცადა“

ასე ამბობენ, როცა ვინმე დიდ მარცხს, სრულ წარუმატებლობას განიცდის.

„ფიასკო“ იტალიურად დიდ ბოთლს ნიშნავს, ხოლო ფრთიან ფრაზად დამკვიდრების ისტორია ასეთია: თურმე ცნობილი იტალიელი კომიკოსი ბიანკონელი სცენაზე რაიმე ნივთით გამოდიოდა ხოლმე და სწორედ ამ ნივთზე აგებდა თავის ნომერს. ერთხელაც ის თურმე დიდი ბოთლით, ფიასკოთი წარდგა მაყურებლის წინაშე, მაგრამ სასურველი ეფექტი ვერ მოუხდენია — მარცხი განუცდია. ამიტომაც ქცეულა „ფიასკო“ მარცხის სინონიმად.

Книги на полке - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რატომ დამკვიდრდა ქალის წინ გატარება, ჭიქების მიჭახუნება და სხვა ჩვევები

„პირშავი კაცი“

ძველად დამნაშავის დასჯის ერთ-ერთი ფორმა ყოფილა პირზე მურის წასმა და ასე პირგაშავებულის, ანუ „პირშავის“ ჩამოტარება სოფელში. სწორედ ამის საფუძველზე იქცა „პირშავი“ დამნაშავე, მტყუანი, შერცხვენილი და სახელგატეხილი ადამიანის აღმნიშვნელად.

„შიოს მარანი“

VI საუკუნეში ქართლში მოღვაწე ცამეტ ასურელ მამას, რომელთაც დიდი სამონასტრო-საეკლესიო მოღვაწეობა ჰქონდათ გაჩაღებული, ხალხი მრავალ სასწაულს მიაწერდა. ერთ-ერთი მათგანის — შიო მღვიმელის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ მისი მონასტრის მარანში ქვევრები მუდამ ღვინით იყო სავსე, რადგან ნაკლული ქვევრები, ღვთის ძალით, მაშინვე ისევ ღვინით ივსებოდა.

გამოთქმა „შიოს მარანი“ ამ ლეგენდის საფუძველზე წარმოიშვა და ნიშნავს ულევ დოვლათს, სიუხვეს, ბარაქიანობას.

„ყურით მოთრევა“

ძველი რომის კანონებით, თუ მოწმე ჩვენების მისაცემად სასამართლოზე არ გამოცხადდებოდა, მაშინ მისი დასწრებით დაინტერესებულ მხარეს უფლება ჰქონდა უცნაური მეთოდით – ყურით მოთრევით მიეყვანა იგი.

აქედან მოდის გამოთქმა „ყურით მოთრეული“.

OK

კითხვის ნიშანი ლაბირინთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
შეცდომები, რომლებმაც დიდ აღმოჩენებს დაუდო სათავე: საინტერესო ამბები

საყოველთაოდ ცნობილი „ო-კეის“ დამკვიდრებას მსოფლიო ერთ ამერიკელ შერიფს უნდა უმადლოდეს. საქმე ისაა, რომ ადრე ყველა მოხსენება პოლიციას უნდა დაემოწმებინა სიტყვებით all correct („ყველაფერი სწორია“). ზემოხსენებული შერიფი კი გაუნათლებელი ყოფილა და ეგონა, სიტყვები როგორც ესმოდა, ისე უნდა დაეწერა (oll korrekt) და საბუთის ბოლოს სვამდა ასოებს OK. შეცდომა მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ეს გამოთქმა ლამის ამერიკელების სავიზიტო ბარათად იქცა.

„თაფლობის თვე“

დაახლოებით 4 000 წლის წინ ბაბილონის სამეფოში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძლის მამა ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში თაფლის ლუდს ასმევდა სიძეს. ამიტომაც შეერქვა ქორწინების შემდგომ პირველ თვეს თაფლობის თვე.

„შარლატანი“

პარიზში ცხოვრობდა ექიმი ლატანი, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა წამლებით დატვირთული ეტლით ქუჩებში სიარული. ხალხს უყვარდა ექიმი ლატანი და როგორც კი დაინახავდნენ მის ეტლს, ყვირილით შემოეხვეოდნენ: აი, ლატანის ეტლიო, რაც ფრანგულად ასეა: voila le charlatan ( „აი ლატანის ეტლი“).

მაგრამ მერე ასეთი ეტლები სხვებმაც შეიძინეს, ქუჩა-ქუჩა სიარული და ხალხის მოტყუება დაიწყეს — თვითონვე ყვიროდნენ: voila le charlatan! ამ მატყუარა ადამიანებს „შარლატანები“ შეერქვათ, შემდეგ კი ეს სიტყვა მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2020
კახელი თავადის სხარტი პასუხი იმპერატორს, სამყურა ბალახის ძალა და სხვა საინტერესო ფაქტები

 „მეშვიდე ცა“

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ცის კამარა შვიდი სფეროსგან შედგებოდა, რომელზედაც ღვთიური არსებები სახლობდნენ. მეშვიდე წრე, ფილოსოფოსის აზრით, წმინდა სულების საუფლო იყო და ამ სულებს ღმერთები სამუდამო ნეტარებას ჩუქნიდნენ.

აქედან გამომდინარე, „მეშვიდე ცაზე ყოფნა“ სრულ ბედნიერებას აღნიშნავს.

„ბანკროტი“

შუა საუკუნეებში, მეფეებისა და იმპერატორების გარდა, საკუთარ ფულს ბევრი თავადი და ეპისკოპოსიც კი უშვებდა. რადგან ფულის გამოცნობა და მისი ღირებულების შეფასება ძალიან ძნელი იყო, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობას ეწეოდნენ. ისინი ადგილიდან ადგილზე დადიოდნენ და მოსახლეობას ფულს უცვლიდნენ. ფულის შესანახად მათ დაჰქონდათ ყუთები, რომლებსაც იტალიურად „ბანკა“ ერქვა.

ფულის მცველებს ხშირად ავაზაკები ესხმოდნენ თავს, ფულის ყუთებს უმსხვრევდნენ და ძარცვავდნენ. დამტვრეულ ყუთს კი იტალიურად „ბანკა როტა“ ეწოდებოდა. აქედან შემოვიდა ხმარებაში სიტყვა „ბანკროტი“, ანუ უქონელი, გაღატაკებული, ღარიბი.

„ყურმოჭრილი ყმა“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“

წიგნები და სასკოლო მერხი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2020
გაიცანით საინტერესო ისტორიის სიტყვები: მცირე განმარტებითი ლექსიკონი

ეს ორივე გამოთქმა ქართული წარმომავლობისაა. როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ძველ საქართველოში ყმისათვის ყურის მოჭრის ჩვეულება ფრიად გავრცელებული ყოფილა. ყურმოჭრილ ყმას მებატონისგან გაქცევა აღარ შეეძლო, ის მის უერთგულეს (იძულებით) მსახურად ითვლებოდა. ამჟამად გამოთქმა „ყურმოჭრილი ყმა“ ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც იძულებულია ვინმეს ჭკუაზე იაროს.

რაც შეეხება მეორე გამოთქმას, გადმოცემის თანახმად, როცა ადამიანებს ყურს აჭრიდნენ, ჭრილობაზე დაკეპილ ხახვს აყრიდნენ, რათა მალე მოშუშებოდათ. აქედან წამოვიდა გამოთქმა „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“, რაც ნიშნავს „ერთბაშად შენი მონა არ გავხდე“, „ვერაფერს მიზამ“.

„გველი გამიზრდია უბეში“

ანტიკურ ხანაში პოპულარული იყო ზღაპარი „მგზავრი და გველი“. მისი შინაარსი ასეთი იყო: ზამთარი იდგა, გზაზე მწირი მიდიოდა. უცებ დაინახა გველი, რომელიც თოვლზე იყინებოდა. მგზავრს გველი შეეცოდა და უბეში ჩაისვა. მაგრამ როგორც კი ქვეწარმავალი გათბა, გადამრჩენელი დაკბინა.

ამიტომაც დამკვიდრდა ეს გამოთქმა ადამიანის სიკეთეზე ბოროტებით პასუხის აღსანიშნავად.

„ეგ არის და გორის ციხე“

ეს  გამოთქმაც ქართულია. ასე ვამბობთ მაშინ, როცა საკმაოდ ძნელ და მომქანცველ საქმეს დავასრულებთ.

ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა, ლექსიკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2020
იცოდეთ, რაზე ლაპარაკობთ: გაქართულებული პოლიტიკური ტერმინების მცირე ლექსიკონი

ეს გამოთქმა ისტორიულად გორის ციხესთანაა დაკავშირებული, რომელიც მტრის შემოტევების შედეგად ბევრჯერ განადგურებულა და შემდეგ კვლავ აღდგენილა. ამადაც დამკვიდრდა გამოთქმა მეტყველებაში ამ მნიშვნელობით.

„დარბაისელი ადამიანი“

ამ სიტყვის დღევანდელი მნიშვნელობა საყოველთაოდ ცნობილია, ისტორიულად კი ის ნიშნავდა დარბაზის წევრს.

დარბაზი ქართველ მეფეთა კარზე ერქვა უმაღლეს სათათბირო ორგანოს, სამეფო საბჭოს, რომლის წევრებიც (დარბაზის ერი) წარჩინებული, ღირსებითა და ჭკუა-გონებით განთქმული დიდგვაროვანი პირები იყვნენ.

„ბლატიანი ტიპი“

„ბლატი“ გერმანული სიტყვაა და ფურცელს ნიშნავს. სამოქალაქო ომის დროს, 1917-1920 წლებში რუსეთში ამ ფურცლებს ურიგებდნენ „ინტერნაციონალისტებს“ (იმ უცხოელებს, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში რევოლუციის მოსახდენად წვრთნიდნენ), რათა მათ სპეცსასადილოებში ხარისხიანი პროდუქტები მიეღოთ.

მოგვიანებით ის იქცა იმ ადამიანის სინონიმად, რომელსაც დიდი გავლენა და პრივილეგიები აქვს...

ყველა ახალი ამბავი
0