ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანა მოხდება: რა გადაწყვიტა სასამართლომ

© photo: Sputnikთბილისის სასამართლო
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაწესებულებიდან დაუყონებლივ უნდა მოხდეს ყველა ბავშვის გაყვანა.

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყონებლივ და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მოხდეს ყველა შშმ ბავშვის გაყვანა.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: შევთანხმდით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებთან სოცმუშაკები დარჩებიან

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.

პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

ახლა არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს 10 დღიანი ვადა იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს საფრთხე ემუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ისევ პანსიონში დააბრუნებენ.

როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებენ, სამართლებრივად მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების სახელით შეუძლიათ სასამართლოში დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ რიგში ეხება შშმ ბავშვებს. თუმცა, ორგანიზაციის იურისტების მტკიცებით, მოსამართლემ პანსიონი საფრთხის შემცველად შეაფასა ყველა ბავშვისთვის, რის გამოც თითოეულმა არასრულწლოვანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

„სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია“, - განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა, ანა არგანაშვილმა.

ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ - საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ – საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო

გუშინ კი ნინოწმინდის პანსიონი საკუთარი სურვილით ექვსმა არასრულწლოვანმა დატოვა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნებმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვეს მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო ნინოწმინდის პანსიონში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. მანამდე ვითარებაზე კონტროლი ქვეყნის სახალხო დამცველმა აიღო თავის თავზე, მაგრამ ნინო ლომჯარია მონიტორინგისთვის პანსიონში არ შეუშვეს.

ამ დროისთვის პანსიონში იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები. სოცმუშაკები ადგილზე ვითარებას დეტალურად სწავლობენ. ასევე ადგილზე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები მმართველი პარტიიდან შალვა პაპუაშვილი და ბექა დავითულიანი.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
პანსიონის საქმეზე მოწმეები იკითხებიან - რა ეტაპზეა გამოძიება

ნინოწმინდის პანსიონში ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა დამსჯელობით მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებით იხოხონ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0