რატომ დაშორდა მეგან მარკლი ყოფილ ქმარს - ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© AP Photo / Ben Curtisმეგან მარკლი
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
მეგან მარკლის პირადი ცხოვრება კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ხშირად საუბრობენ მის პირველ ქმარზე თუ შეყვარებულებზე

ცოტამ თუ იცის, რომ მეგან მარკლი განქორწინებულია და პრინც ჰარისთან შეხვედრამდე სამი წლით ადრე განქორწინდა.  2018 წლის 19 მაისს, მთელი მსოფლიოს წინაშე, მეგან მარკლმა იქორწინა პრინც ჰარიზე, რის შემდეგაც მისი ყოფილი მეუღლე, ჰოლივუდის პროდიუსერი ტრევორ ენგელსონი მედიისთვის აქტუალური გახდა.

მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
მეგან მარკლის ყოფილი კაცები – ვის ხვდებოდა სხვადასხვა დროს სამეფო ოჯახის რძალი

მეგანმა და ტრევორმა ურთიერთობა 2004 წელს დაიწყეს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ იქორწინეს - 2011 წელს იამაიკაზე. ენგელსონის ყველაზე ცნობილი დილმი დღემდე არის „დამიმახსოვრე“, რომანტიკული ფილმი, რობერტ პატინსონის მონაწილეობით.

ინსაიდერის განცხადებით, ორწლიანი ქორწინება შეეწირა მეგანის ერთ-ერთ როლს, სადაც ფილმში „ფორსმაჟორი“ რეიჩელ ზეინი ითამაშა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
მკაფიო სურვილი: მეგან მარკლი აშშ-ის პრეზიდენტობას აპირებს

როლი მეგანმა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო და ქორწინების შემდეგ წყვილი სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდა - ტრევორი ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, ხოლო მეგანი ტორონტოში, ქალაქებს შორის ხუთსაათიანი ფრენა იყო, რაც ძალიან რთული გზაა ცოლქმრული ცხოვრების დასაწყებად.

სამეფო კარის ბიოგრაფის და წიგნის „მეგანის“ ავტორი აცხადებს, რომ განქორწინებისას მეგანმა ყოფილ მეუღლეს განქორწინების საბუთები და ქორწინების ბეჭედი ფოსტით გაუგზავნა. ფილმიდან მეგანმა 250 ათასი ფუნტი მიიღო გასამრჯელო და მისი მეგობრის ნინაკი პრიდის მტკიცებით, ფილმმა სრულიად შეცვალა მეგანი.

ყველა ახალი ამბავი
0