მეგან მარკლის ყოფილი კაცები – ვის ხვდებოდა სხვადასხვა დროს სამეფო ოჯახის რძალი

© AP Photo / Kirsty Wigglesworthმეგან მარკლი
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
მეგან მარკლის პირადი ცხოვრება კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ხშირად საუბრობენ მის პირველ ქმარზე თუ შეყვარებულებზე.

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სიყვარულის ისტორია ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ თემად ითვლება. მასზე ლაპარაკობენ მსოფლიოს ყველა კუთხეში, მეგანის წარსული კი გამორჩეულად საინტერესო გახდა ცნობილი ჟურნალებისთვის, რომელთაც სურთ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მოიპოვონ მომავალი პრინცესის შესახებ.

ბრიტანულმა ტაბლოიდებმა მეგან მარკლის ყოფილი მამაკაცების დოსიე გამოაქვეყნეს, სადაც ჩამოთვლილია, თუ ვის ხვდებოდა მეგან მარკლი პრინც ჰარის გაცნობამდე.

მეგანი 23 წლის იყო, როდესაც პირველი ქმარი, პროდიუსერი ტრევორ ენგელსონი გაიცნო. მათი რომანი 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 2010 წელს კი ტრევორმა მეგანს ცოლობა სთხოვა. ერთი წლის შემდეგ წყვილმა იამაიკაზე იქორწინა. მათი ქორწინება მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა. განქორწინების მიზეზად წყვილმა განსხვავებული ინტერესები დაასახელა. მათი მეგობრების თქმით, განქორწინებაში მთავარი როლი მათმა ტერიტორიულმა დაშორებამ ითამაშა: მეგანმა როლი მიიღო სერიალში „ფორსმაჟორი“ და იძულებული გახდა ლოს-ანჯელესიდან ტორონტოში გადასულიყო საცხოვრებლად.

განქორწინების შემდეგ მეგანს მცირეხნიანი რომანი ჰქონდა გოლფის ირლანდიელ მოთამაშესთან რორი მაკილროესთან, რომელიც 30 წლამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სიაში მოხვდა. წყვილი რამდენჯერმე შეამჩნიეს ნიუ-იორკში, თუმცა ამის იქით საქმე აღარ წასულა.

სხვა თაყვანისმცემლებს შორის არის შეფ-მზარეული კორი ვიტიელო, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ კანადელ გორდონ რამზად. ისინი 2014-2016 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილთან დაახლოებული პირის განცხადებით, ისინი ერთმანეთს მეგანისა და პრინცის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდნენ. ნახევარი წლის ურთიერთობის შემდეგ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ნიშნობის შესახებ განაცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0