თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მას შემდეგ, რაც რეპერი კანიე უესტი ოფიციალურად დარეგისტრირდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი.
ამის თაობაზე საუბრობს სამეფო ოჯახის მკვლევარი და ბიოგრაფი, ჟურნალისტი ბევერლი ტერნერი.
ffs#MeghanMarkle to take on #Trump? Duchess of #Sussex to run for US #President claims insider | Royal | News | https://t.co/NzQeT5ZfHW https://t.co/HCDPZOGjWu
— OpTrusteeLG (@OpTrusteeLG) July 15, 2020
მისი თქმით, მარკლის მიზანი — პრეზიდენტობაა. სწორედ ამ მიზნით დაითანხმა სასექსის ჰერცოგინიამ მეუღლე, ბრიტანეთის პრინცი ჰარი, დაეტოვებინა არა მარტო ბრიტანეთი, არამედ სამეფო ოჯახიც.
ამის პარალელურად მეგან მარკლმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში.
„ის მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, — აღნიშნა ტერნერმა Express-თან ინტერვიუში.
ბევერლი ტერნერს არ დაუზუსტებია, წელს წამოაყენებს მეგან მარკლი საკუთარ კანდიდატურას თუ მომდევნო არჩევნებზე.
პირველი ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: კანიე უესტი ვიდეოს აქვეყნებს>>
აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლის პრეზიდენტობის სურვილზე ახლა პირველად არ ალაპარაკებულან. 2018 წელს გამოცემა Daily Mail სამეფო კართან დაახლოებულ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მეგანმა „მკაფიოდ გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი“.