თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო კამპანია იმით დაიწყო, რომ თავად დარეგისტრირდა ამომრჩეველთა სიაში. უესტმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე გამოაქვეყნა დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო, რომელზეც სარეგისტრაციო ოფისში მისი ვიზიტია აღბეჭდილი.
To vote click below https://t.co/LRJ8hC5rGi#2020VISION pic.twitter.com/MJOVGYYYvQ
— ye (@kanyewest) July 9, 2020
„მე მინდა ყველას გაჩვენოთ, რამდენად მარტივია ხმის მიცემა“, — ამბობს რეპერი.
ვიდეოში ის ხსნის, რა წერია სარეგისტრაციო ანკეტაში: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ავტომობილის მართვის მოწმობის მონაცემები — რომელიც აშშ-ში პიროვნების სტანდარტულ მოწმობად გამოიყენება, სქესი, ტელეფონი, მისამართი, მონაცემები პოლიტიკური კუთვნილების შესახებ.
უესტის განმარტებით, ანკეტა ასევე შეიცავს გრაფას, სადაც საჭიროა ხელმოწერა ამომრჩევლის ფიცზე.
კადრებზე ასევე დაფიქსირებულია რეპერის საუბარი ოფისის თანამშრომელთან, რომელიც მუსიკოსს პასუხობს შეკითხვაზე, რატომ ვერ აძლევს ხმას ბევრი მსჯავრდებული.
მანამდე კანიე უესტმა გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის გვერდით.