საქართველოში ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეთრი ყურძენი
თეთრი ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
სამინისტროს გათვლებით, 2030 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინო უნდა გავიდეს.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. კახეთში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებულ ღვინოში სპირტის ფაქტობრივი შემცველობის მოთხოვნა დღემდე არსებული 9%-დან 10,5%-მდე გაიზარდა.

ქართულ ქვევრს გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა>>

შესაბამისი შესწორებები შევიდა ტექნიკურ რეკლამენტში „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

„შესწორებით დავაზუსტეთ ალკოჰოლის შემცველობა კახეთის რეგიონში წარმოებულ იმ ღვინოებში, რომლებიც გადის „სხვა ღვინოების“ კატეგორიაში... მევენახეობის სხვა დანარჩენ ზონებში მოწეული ყურძნისგან დამზადებულ სხვა ღვინოში სპირტის შემცველობა კვლავინდებურად არანაკლებ 9,0% რჩება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში ყურძენში შაქრის ბუნებრივი შემცველობა კახეთში მოყვანილ ყურძენში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ამ ზონაში კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. სპირტის შემცველობა ღვინოში დამოკიდებულია ყურძნის სიმწიფეზე, რასაც ყურძენში შაქრის ბუნებრივი შემცველობა განსაზღვრავს.

ქართული ღვინის დეგუსტაცია იაპონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ქართული ქვევრის ღვინო იაპონიას იპყრობს

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცვლილება არ ეხება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის, ლიქიორული, შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, სადესერტო, არომატიზებული, ქვევრისა და აისვაინის ღვინოებს, რომელთა სპირტშემცველობაც რჩება რეგლამენტით აქამდე განსაზღვრულ მაჩვენებელზე.

„შარშან, რთვლის დასრულების შემდეგ ჩვენ დავაანონსეთ, რომ 2021 წლის რთვლის დროს ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრება მოხდებოდა მთელი რიგი მიმართულებით... ღვინის სანედლეულო ბაზა უნდა იყოს უფრო ხარისხიანი, ყურძენი უნდა იკრიფებოდეს კონდიციურ მდგომარეობაში, რაც იქნება წახალისებული, განსხვავებით არაკონდიციური ყურძნისგან, რომელიც არის უხარისხო სანედლეულო ბაზა და, საბოლოოდ, ქართული ღვინის  ხარისხზე და იმიჯზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

2021 წლის რთველის დროს სამინისტრო ჩაბარებულ ყურძენზე მკაცრი კონტროლის დაწესებას გეგმავს. კერძოდ, ეს შეეხება შაქრის შემცველობას, რაც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტებით არის დადგენილი.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
ამერიკაში ქართული ღვინოები დააგემოვნეს

პროექტით განსაზღვრული მოთხოვნა არ გავრცელდება 2021 წლის 1 აგვისტომდე წარმოებულ ღვინოზე, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული ღვინის რეალიზაცია, აღნიშნავენ უწყებაში.

დავითაშვილის განცხადებით, მაღალი ხარისხი ქართულ ღვინოს საექსპორტო ბაზრებზე ღირსეული ადგილის დამკვიდრების საშუალებას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ექსპორტმა 100 მლნ ბოთლს მიაღწია, უწყების მიზანი მაჩვენებლის გაზრდაა. სამინისტროს გათვლებით, 2030 წელს საქართველომ 1 მლრდ დოლარის ღირებულების ღვინო უნდა გაიტანოს ექსპორტზე.

პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ღვინის ექსპორტი იზრდება>>

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, ოთხ თვეში საქართველომ 0,75 ლიტრი მოცულობის 28,3 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. ამასთან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულებამ 65 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0