ქართულ ქვევრს გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerქვევრის ღვინო
ქვევრის ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ქვევრი გახდა პირველი არასასურსათო პროდუქტი, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ შესაბამისი მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს გადასცა. 

ქართული ღვინის დეგუსტაცია იაპონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ქართული ქვევრის ღვინო იაპონიას იპყრობს

„ქართული ქვევრის ღვინო როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო პოპულარული ხდება. სწორედ ამიტომაც ქვევრს, როგორც პროდუქტს, რომელიც ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს, მეტი ყურადღება სჭირდება. „იუნესკოს“ აღიარებამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. სახელმწიფომ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტრომ შეიმუშავა ქვევრის სტანდარტი, რომელშიც გათვალისწინებულია ის ისტორიული მეხსიერება და მემკვიდრეობა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

ქვევრის ღვინოს საქართველოში პრაქტიკულად ყველა ღვინის კომპანია აწარმოებს და მისი წილი ექსპორტში წლიდან წლამდე იზრდება. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქვევრში ღვინოს აყენებენ იტალიაში, აშშ–ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0