ქართული ქვევრის ღვინო იაპონიას იპყრობს

© photo: National Wine Agency of Georgia / FBქართული ღვინის დეგუსტაცია იაპონიაში
ქართული ღვინის დეგუსტაცია იაპონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
იაპონიის დედაქალაქში დეგუსტაციაზე ის ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც უკვე იყიდება ქვეყნის ბაზარზე.

 

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

იაპონიაში ღონისძიების „მსოფლიოს ორმაგი მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამართული დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოსთან „ვაშოკუ“ შეხამება იყო. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ღვინის ექსპორტი იზრდება

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge–ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე სატორუ მორი უძღვებოდნენ. ქართული ღვინის პრეზენტაციას იაპონიაში საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

Red Bridge-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იაპონელი მომხმარებლები განსაკუთრებულ ინტერსს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის მიმართ იჩენენ.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიუად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ–ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტზე 200 ათასამდე ბოთლი ღვინო, მიმდინარე წლის იანვრი–აპრილის პერიოდში კი 64 ათასი ბოთლი გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0