უახლოესმა მეზობლებმა საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს

© Sputnik / Alex Shlamovდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უამრავი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. უახლოესმა მეზობლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღესასწაული მიულოცა და მას პირადად უსურვა ჯანმრთელობა და წარმატება საქმიანობაში, ხოლო მეგობარ საქართველოს - ულევი მშვიდობა და კეთილდღეობა.

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა გამოხატავს ორი ხალხის ნებას, რომელთაც მრავალი წელია მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს, აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ილია მეორე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თაობათა ბრძოლის მონაპოვარია

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებაა“, - განაცხადა ალიევმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მიულოცა.

„ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო ხედვით, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყნებს დიდი სამუშაო ელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონული პროცესების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში გიდასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან და ახალი მიღწევებით მის გამდიდრებასთან დაკავშირებით. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა გისურვოთ წარმატება თქვენს სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და პროგრესი“, - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა.

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა თავისი მილოცვები გამოგზავნეს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0