ილია მეორე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თაობათა ბრძოლის მონაპოვარია

© Sputnik / Alex Shlamovდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ილია მეორე გენერალ კვინიტაძეზე: სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე

როგორც პატრიარქის მისალოც წერილშია ნათქვამი, საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლის შედეგია.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი! ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისთვის იღვწის!“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0