ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს

© photo: Sputnik / Stringerფიცის დადების ცერემონია
ფიცის დადების ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
წელს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პომპეზურად არ აღინიშნება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 247-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. 

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 103 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, სვანეთში - უშბასა და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში - პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში - ფარავნის ტბასთან, კახეთში - ნეკრესის სამონატრო კომპლექსთან და ქალაქ მცხეთაში.

ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას. გენერალ კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საქართველოში იმყოფებიან სხვა უცხოელი სტუმრებიც, მათ შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

ყველა ახალი ამბავი
0