26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

© Sputnik / Alexander Imedashvili26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ, თუმცა 2012 წელს ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო დღესასწაულზე გაკეთდა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.

პომპეზურად არა, მაგრამ ლამაზად: საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება>>>

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

ქართული ჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
„ტაში ქართულ ჯარს" – „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა

26 მაისს საქართველო ყოველთვის პომპეზურად აღნიშნავდა. ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდებოდა კონცერტები, გამოფენები, სხვადასხვა შემეცნებით–საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებები. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა მოკრძალებული იქნება.

ღონისძიებების პროგრამა:

11:00-11:50 – თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების საზეიმო ცერემონია.

13:30-14:30 – სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტთან გამოსამშვიდობებელი საგმლოვიარო ცერემონია.

15:30-16:00 – გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონია მთაწმინდის პანთეონში.

19:00-20:00 – საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

ყველა ახალი ამბავი
0