„ტაში ქართულ ჯარს" – „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა

© photo: Sputnikქართული ჯარი
ქართული ჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოდის წინადადებით, 26 მაისს 00.01 საათზე ყველა გავიდეს აივანზე და მადლიერება ჯარის მიმართ აპლოდისმენტებით გამოხატოს

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა გამოდის ინიციატივით, ქართული ჯარის მიმართ მადლიერება გამოიხატოს აივნებიდან აპლოდისმენტებით 26 მაისს ღამით.

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს განსაკუთრებით აღინიშნება, ამასთან 2021 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის 30 წლისთავია.

ქართველი მშვიდობისმყოფელები  - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყო

„ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას აქვს ინიციატივა „ტაში ქართულ ჯარს". მოვუწოდებთ ჩვენს თანატოლებსა და მთელს ჩვენს საზოგადოებას შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში. 26 მაისს 00:01 საათზე ჩვენი სადარბაზოების აივნებიდან, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან ტაშით გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს იმისთვის, რასაც ისინი 30 წლის განმავლობაში აკეთებენ", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

რაც შეეხება მეორე ღონისძიებას, მისი თქმით, ის ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

„უშუალოდ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების წინ გაიმართება ერთიანობის კორიდორი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვეტერანებსა და ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ტაშით შევეგებებით, სანამ დაიწყება უშუალოდ ოფიციალური ღონისძიება", - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

საქართველოში წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან>>

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს 26 მაისს იმართება. ამ დღეს, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა ორწელიწადნახევარი არსებობდა.

ყველა ახალი ამბავი
0