საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყო

© Ministry of Defense of Georgiaქართველი მშვიდობისმყოფელები
ქართველი მშვიდობისმყოფელები  - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
ქართველი მშვიდობისმყოფელების პირველი ქვედანაყოფის საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყვანის პროცესი დაიწყო, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრების ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან დაბრუნდა საქართველოში.

ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ღარიბაშვილი: ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას

ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის 11 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვეს მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. 

საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებით, ნატოს ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით ქართული მხარე ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს აწარმოებს როგორც ნატოსთან, ისე თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან. ქართული ქვედანაყოფის ავღანეთიდან გამოყვანა მათთან კოორდინაციით მოხდება.

აშშ-ის არმიის სამხედოები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყეს

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი 1 მაისს დაიწყო და 11 სექტემბრამდე დასრულდება. ჯარების გამოყვანა პარტნიორებთან სრული კოორდინაციით მოხდება.

საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს>>

2020 წელს კატარში შეერთებულმა შტატებმა და ავღანეთის რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ 18-წლიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 14 თვეში ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანას და ტყვეთა გაცვლის შემდეგ ავღანეთის შიგნით დიალოგის დაწყებას გულისხმობს. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარები 2021 წლის 1 მაისისთვის უნდა გაეყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0