„ქართული ოცნება“: დღეს საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოა

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushin"ქართული ოცნების" მომხრეები
ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
მმართველი პარტია საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – პანდემიის გამო დღეს საზეიმო ღონისძიებები პომპეზური არ იქნება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებს, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. 

ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრება

„26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში! 103 წლის წინ ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი მოიპოვა, რაც დღეს, საუკუნეზე მეტი დროის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ აღმავლობას!“ – ნათქვამია განცხადებაში.

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: რა, სად, როდის?>>>

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

26 მაისს საქართველო ყოველთვის პომპეზურად აღნიშნავდა. ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდებოდა კონცერტები, გამოფენები, სხვადასხვა შემეცნებით–საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებები. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა მოკრძალებული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0