დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyანჯეი დუდა
ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პომპეზური არ იქნება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის 103 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დაესწრება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან ერთად ოთხშაბათს, 26 მაისს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.

პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას ეძღვნება. იმ ოფიციალურ პირთა შორის, ვინც თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა, იქნება პოლონეთის პრეზიდენტიც. ანჯეი დუდა ასევე დაესწრება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

ვიზიტის მეორე დღეს, 27 მაისს ანჯეი დუდა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას.

საქართველოს ისტორიაში 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.

ყველა ახალი ამბავი
0