„ამერიკა თქვენ გვერდით დგას“ – ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© AP Photo / Evan Vucciჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ამაყობს ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია „საქართველოს დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ“.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
საქართველო რეგიონში უდავო ლიდერი გახდა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.

წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მივულოცო და ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიისა და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ ამერიკა თქვენ გვერდით დგას“, – ნათქვამია მისალოც წერილში. 
ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრება

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.

„რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების ფონზე ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, — აღნიშნულია წერილში.

ჯო ბაიდენი მადლიერებას გამოხატავს ქართველი მშვიდობისმყოფელებისადმი, რომლებიც ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობდნენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ჯარისკაცების მადლიერი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში“, – ნათქვამია წერილში.

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.

ყველა ახალი ამბავი
0