„გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა“: ქვეყნის პირველმა პირებმა ეროვნულ გმირს პატივი მიაგეს

© Sputnik / Alex Shlamovდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ილია მეორე გენერალ კვინიტაძეზე: სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე

ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გენერლისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც დღემდე სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა. გენერლის ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

როგორც პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა, გენერალ კვინიტაძის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება როგორც ქართული ჯარისთვის, ასევე ქართული ემიგრაციისთვის ისტორიული მოვლენაა.

„სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, აღსრულდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ოცნება, რომელიც საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება ამოძრავებდა – მის ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ>>

ასევე, როგორც საქართველოს პრემიერმა გენერლის სამოქალაქო პანაშვიდზე აღნიშნა, კვინიტაძის ოცნება ახდა – საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ გენერალს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ქართველთა შინაგანი ბუნება, სულიერი ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ტრადიციები ნამდვილად მოიტანდა ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. მე მჯერა, გიორგი კვინიტაძის კიდევ ერთი ოცნება აუცილებლად ახდება და საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს რესპუბლიკაში გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. იგი დაიბადა 1874 წლის 2 სექტემბერს, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში.

მარიამ დ'აბო - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი: მისი ოცნება ახდა, დღეს აქ ვართ

დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ტფილისის იუნკერთა სამხედრო სკოლის შექმნაში და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო. 1918 წლიდან 1919 წლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0