ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© AP Photo / Steve Parsonsელისაბედ მეორე
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გარცელებულ განცხადებაში.

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.

„თქვენს აღმატებულებას და საქართველოს მოსახლეობას საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. რთული წლის შემდეგ, ვიმედოვნებ, გადავლახავთ მსოფლიო ჯანმრთელობის გამოწვევებს და მომავალში უკეთესი დრო გველოდება“, – ნათქვამია მილოცვის წერილში. 
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
„ამერიკა თქვენ გვერდით დგას“ – ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0