„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები შეთანხმდნენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია „ბორჯომის“ ქარხანასთან
აქცია „ბორჯომის“ ქარხანასთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
ბორჯომში ცხრადღიანი პროტესტი დასრულდა. კომპანიამ დააკმაყოფილა გაფიცულთა მოთხოვნა ხელფასების მომატებაზე.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მინერალური წყლის ჩამომსხმელი კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა.

ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის, დასვენების უფლებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებს მოთხოვნით 18 მაისს გაიფიცნენ. მეორე დღესვე კომპანია IDS Borjomi Georgia-ს ხელმძღვანელობამ წარმოების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.

ბორჯომის ქარხნის მუშების პროტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე – მუშების პროტესტი არ წყდება

მოლაპარაკებები კომპანიის ახლად დანიშნულ დირექტორს მერაბ ახმეტელსა და გაფიცულებს შორის დღეს რამდენიმე საათს გაგრძელდა. პროცესში მონაწილეობას იღებდნენ პროფკავშირის წარმომადგენლებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, IDS Borjomi Georgia იღებს ვალდებულებას, რომ გაზარდოს თანამშრომლების ანაზღაურება, ასევე ანაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა.

ასევე კომპანია იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცული თანამშრომლების მიმართ და გაგრძელდება ყველა არსებული სოციალური პროექტიც.

გაფიცვა „ბორჯომის“ ქარხნებში: კომპანია თანახმაა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდოს>>

გარდა ამისა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს პროფკავშირებთან შრომის პირობების, მათ შორის ღამის საათებში დამატებით ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

ქარხნებში წარმოების პროცესი ერთი კვირა შეჩერებული იყო. „ბორჯომის" ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0