საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე – მუშების პროტესტი არ წყდება

© photo: Sputnik"ბორჯომის" ქარხნის მუშების პროტესტი
ბორჯომის ქარხნის მუშების პროტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
საქართველოში ერთდროულად რამდენიმე საწარმოს  თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მართავენ – საწარმოთა ხელმძღვანელებსა და აქციის მონაწილეებს შორის კონსენსუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში გაფიცვები გრძელდება – მერვე დღეა გაფიცული არიან მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის მუშები, საპროტესტო აქციას მართავენ კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლები, მესამე კვირაა სამუშაო ადგილებს არ უბრუნდებიან ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები. 

„ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომლების გაფიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
„ბორჯომის“ ქარხნები მეხუთე დღეა არ მუშაობენ

 „ბორჯომის“ ქარხნის მუშები, რომელთაც მხარს პროფკავშირების გაერთიანება უჭერს, მეორე კვირაა უარს აცხადებენ მუშაობაზე და ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოთხოვენ. კომპანია IDS Borjomi–ს ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს დიალოგი შესთავაზა, მაგრამ პროფკავშირების შუამავლობის გარეშე, თუმცა, აქციის მონაწილეები ხელმძღვანელობის შეთავაზებულ ამ ვარიანტზე თანახმა არ არიან.

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ.

„ბორჯომის“ კვალდაკვალ პროტესტი დაიყო კომპანია „წყალი მარგებელშიც“.

გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა – თავიდან საკუთარი უკმაყოფილება კომპანიის დისტრიბუტორებმა გამოხატეს, მოგვიანებით კი მათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ქარხნის მუშები შეუერთდნენ. 

ლიანდაგები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
საქართველოს რკინიგზა ახალი გაფიცვის ზღვარზეა - რა გადაწყდა პროფკავშირების სხდომაზე

გურიაში კიდევ ერთი საწარმოს მუშები არინ გაფიცული –  ოზურგეთში ფქვილის საწარმო Guria Express–ის თანამშრომლები 21–ე დღეა ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. კომპანიის ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მხარეებს შორის ვითარება დღითიდღე იძაბება.

ამ დილით აქციის მონაწილეებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს და საწარმოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს სატვირთო, რომელსაც პროდუქცია უნდა გაეტანა. მათი განცხადებით, კომპანიის ადმინისტრაციამ საწარმოში დასაქმების მიზნით სხვა ქვეყნის მოქალაქეები მიიყვანა, რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

გაფიცვის ზღვარზეა „საქართველოს რკინიგზაც“. რკინიგზელებმა პროფკავშირებს კოლექტიური წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირეს – ხელფასების გაზრდა და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები რკინიგზელებთან დამატებითი ინტენსიური კონსულტაციების გამართვას გეგმავენ, ანალიტიკური სამსახური კი დეტალურად შეისწავლის კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.

შექმნილი ვითარების განხილვა მოხდება 1 ივნისს დაგეგმილ პროფკავშირების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სამომავლო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0